Jump to content
  • Posts

    • ლეგალური ფრაქციების წესდება სარჩევი: თავი 1. შესავალი, შექმნის საფუძვლები და პირობები, ტერმინები თავი 2. სამთავრობო ფრაქციები და მათი რეგულირება თავი 3. სამოქალაქო ფრაქციები და მათი თვითრეგულირება თავი 4. RoE - კომბატურ სიტუაციაში შესვლის პრინციპები თავი 5. გარდამავალი ელემენტები თავი I. შესავალი, შექმნის საფუძვლები და პირობები, ტერმინები ნაწილი პირველი: ამ წესდების რეგულირების სფერო წესდება არეგულირებს ყველა ლეგალურ*, სამთავრობო და სამოქალაქო ფრაქციას. ეს წესდება ასევე არეგულირებს კომბინირებულ ლეგალურ ფრაქციებს, რომლებიც ნაწილობრივ არაკანონიერ საქმიანობასაც ეწევიან. ნაწილი მეორე: ლეგალური ფრაქციის შექმნის საფუძველი ლეგალური ფრაქცია უმჯობესია დაფუძნებული იყოს რეალურად არსებულ ორგანიზაციაზე. ლეგალური ფრაქციის შექმნის საფუძველზე ფრაქციების სექციაში განთავსებული topic წარმოადგენს, რის შემდეგაც უკვე ფრაქციას ლეგალური არაოფიციალური ორგანიზაციის სახელი ერქმევა. ლეგალური ფრაქციის შექმნის პირობებია: ამ ნაწილის მეორე პუნქტით გათვალისწინებული topic, რომელიც წესების დაცვითაა შედგენილი. არაოფიციალურ ორგანიზაციაში მყოფი მინიმუმ სამი ადამიანი. ნაწილი მესამე: ტერმინები ლეგალური ფრაქცია ეწოდება ისეთ ფრაქციას (ოფიციალურს ან არაოფიციალურს), რომელიც ახორციელებს კანონიერ საქმიანობას ან თავს წარმოაჩენს, როგორც კანონიერი საქმიანობის გამტარებელი. არაოფიციალური ლეგალური ორგანიზაცია ეწოდება ისეთ ლეგალურ ფრაქციას, რომელსაც ჯერ არ მოუპოვებია ოფიციალური სტატუსი. ლეგალური ორგანიზაცია კი ეწოდება უკვე ოფიციალური სტატუსის მქონე ლეგალურ ფრაქციას, რომელსაც გააჩნია საკუთარი მუდმივმოქმედი პერსონალი და განსათავსებელი ადგილი. სამთავრობო ფრაქცია ან სამთავრობო ორგანიზაცია ეწოდება აწ უკვე არსებულ ან ახლად შექმნილ სახელმწიფო სტრუქტურას. კომბინირებული ფრაქცია ეწოდება ისეთ ფრაქციას, რომელიც თანაბრად ახორციელებს როგორც კანონიერ, ისე უკანონო საქმიანობას.   თავი II. სამთავრობო ფრაქციები და მათი რეგულირება ნაწილი პირველი: არსებული სამთავრობო ფრაქციების სია სერვერზე არსებული სამთავრობო ფრაქციები წინასწარაა განსაზღვრული. ესენია ლოს სანტოსის ოლქის შერიფის დეპარტამენტი (შემდგომში „პოლიციის დეპარტამენტი“), ლოს სანტოსის ოლქის სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური („შემდგომში LSFD“), ლოს სანტოსის საოლქო სასამართლო, ლოს სანტოსის ოლქის ადმინისტრაცია - პალეტოს ყურის ადმინისტრაციული ერთეული (შემდგომში „ადგილობრივი მთავრობა“ ან „საოლქო ადმინისტრაცია“). ლეგალური ფრაქციების მენეჯმენტს ნებისმიერ დროს შეუძლია დაამატოს სხვა სამთავრობო ორგანიზაცია საჭიროებიდან გამომდინარე. ნაწილი მეორე: ხელმძღვანელის არჩევა სამთავრობო ფრაქციებში ხელმძღვანელის არჩევის წესი სამთავრობო ფრაქციაში რეგულირდება ლეგალური ფრაქციების მენეჯმენტის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამის შესაძლებლობა, ხელმძღვანელის პოზიცია გადაეცემა ყოფილი ხელმძღვანელის მოადგილეს. თუ არ არის ამ პრინციპის განხორციელების საშუალება, მაშინ ყოფ. ხელმძღვანელის მოადგილე ინიშნება ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. ხელმძღვანელის მ/შ პოზიციაზე რჩება ახალი ხელმძღვანელის არჩევამდე. ნაწილი მესამე: სამთავრობო ფრაქციის თვითრეგულირება და რეგულირება სამთავრობო ფრაქცია ვალდებულია გაატაროს თვითრეგულირების იმგვარი ნორმები, რომელიც შსაძლებელს გახდის ფრაქციაში მომხდარი IC ინციდენტების მოკვლევის საშუალებას. სამთავრობო ფრაქციის თვითრეგულირების სფეროა კანონით დადგენილი გადაცდომები: უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უფლებამოსილების გადამეტება, სამსახურებრივი დაუდევრობა, ქრთამის აღება/გაცემა ან სხვაგვარი კორუფცია, სამოქალაქო უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. სამთავრობო ფრაქცია ლეგალური ფრაქციების რეგულირებას ექვემდებარება, თუ სახეზეა სერვერის წესების უხეში დარღვევა. ოქროს სტანდარტი თვითრეგულირებასა და რეგულირებას შორის გადის ჯანმრთელობის დაზიანებასა და სიკვდილზე: მაგალითად, თუ სამართალდამცავმელმა არაპროპორციული ძალა გამოიყენა, რამაც თუნდაც სიკვდილი გამოიწვია - ექვემდებარება თვითრეგულირებას; თუ სამართალდამცველმა რიგი გარემოებების გამო გაუფრთხილებლობით ან დაუდევრობით იმსხვერპლა/დააზიანა ადამიანი - ექვემდებარება თვითრეგულირებას; თუ სამართალდამცავმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა - ექვემდებარება თვითრეგულირებას; თუ სამართალდამცავმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, მაგრამ არ ჰქონდა საკმარისი მიზეზი - ექვემდებარება რეგულირებას. თუ სამართალდამცავმა ჩაიდინა სერვერის წესებით გათვალისწინებული სხვა OOC დარღვევა - ექვემდებარება რეგულირებას. საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე მომხდარ ინციდენტებზე თვითრეგულირების ორგანო ვალდებულია აცნობოს ლეგალური ფრაქციების მენეჯმენტს, თუ რაზე იწყებს მოკვლევას. ნაწილი მეოთხე: სამთავრობო ფრაქციის აქტიურობა სამთავრობო ფრაქციებს მოეთხოვებათ აწარმოონ საქმეთაწარმოების სისტემა როგორც საკუთარ პორტალზე, ისე სერვერის ფორუმის ფრაქციების სექციაში. სამთავრობო ფრაქცია ვალდებულია დააფიქსიროს სოციალურ-კულტურული აქტივობა საზოგადოებისათვის ან საკუთარი პერსონალისთვის მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ. ნაწილი მეხუთე: სამთავრობო ფრაქციების შიდა ურთიერთობები სამთავრობო ფრაქციები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან ნებისმიერ სიტუაციაში. დაპირისპირება ორ სამთავრობო ფრაქციას შორის არ შეიძლება გადაიზარდოს ისეთ კონფლიქტში, რომელიც სახელმწიფო სერვისების მიწოდებას ხელს შეუშლის, რამეთუ ასეთ სიტუაციაში ხელმძღვანელი პირები და ყველა დაპირისპირებული ფიგურა დაკარგავდა საჯარო მოხელის პოზიციას. თუ სამთავრობო ფრაქციები დავობენ კონკრეტულ საკითხზე IC-ში, მაშინ მათ საქმე მიაქვთ ლოს სანტოსის საოლქო სასამართლოში, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის წინაშე განსახილველად. პოლიცია და FD აღასრულებს ყველა კანონს და საოლქო ადმინისტრაციის მიერ გამოცემულ დადგენილებებს, ამავდროულად ყველა სხვა სამთავრობო ფრაქცია ემორჩილება სასამართლოს.   თავი III. სამოქალაქო ფრაქციები და მათი რეგულირება ნაწილი პირველი: სამოქალაქო ფრაქციების შექმნა და არსებობა სამოქალაქო ფრაქციად მიიჩნევა ნებისმიერი ფორმალური თუ არაფორმალური ჯგუფი, რომელიც ეწევა ან თავს წარმოაჩენს, რომ ეწევა კანონიერ საქმიანობას. ყველა პირთა გაერთიანება - ავტომექანიკოსთა ჯგუფიდან დაწყებული, კერძო დეტექტივებით დამთავრებული - არის სამოქალაქო ფრაქცია. სამოქალაქო ფრაქციის შექმნა-არსებობა რეგულირდება ამ წესდების პირველი თავის მეორე ნაწილით. ნაწილი მეორე: სამოქალაქო ფრაქციის აქტივობა სამოქალაქო ფრაქციას არ მოეთხოვება სოციალურ-კულტურული ან საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობების განხორციელება, რამეთუ ეს ნებაყოფლობითია მათთვის. სამოქალაქო ფრაქცია, მსგავსად არალეგალური ფრაქციისა, აწარმოებს უწყვეტ ფრაქციულ თემას სერვერის ფორუმის შესაბამის სექციაში. ეს აუცილებელი მოთხოვნაა ოფიციალური ლეგალური ორგანიზაციის სტატუსის მისაღებად. სამოქალაქო ფრაქცია ანვითარებს ან აყალიბებს საკუთარ როლს ეკონომიკურ თუ სოციალურ ბაზარზე, რითაც იქმნის წინაპირობას, გახდეს ოფიციალური ლეგალური ორგანიზაცია. სამოქალაქო ფრაქციის აქტივობა შეზღუდული არ არის უკანონო საქმიანობისადმი, თუმცა ართულებს ოფიციალური ლეგალური ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, რამეთუ კომბინირებული ფრაქციის განვითარება მეტად სარისკო და რთულია. ნაწილი მესამე: ლეგალურ ორანიზაციაში გაწევრიანება, მისი ხელმძღვანელობა გაწევრიანება იმ სამოქალაქო ფრაქციაში, რომელიც არ აპირებს, რომ ეწეოდეს არაკანონიერ საქმიანობას, არ უნდა იწვევდეს CK ავტომატური უფლების მოპოვებას. სამოქალაქო ფრაქციაში გაწევრიანება შეუძლია ყველას, თუ ფრაქცია არ აწესებს სხვა შეზღუდვებს. სამოქალაქო ფრაქციის ხელმძღვანელი პირდაპირაა პასუხისმგებელი როგორც ფრაქციის განვითარებასა და ზოგად დეტალებზე, ისე თითოეული წევრის შესაბამის ჯეროვანებაზე. სამოქალაქო ფრაქცია, მსგავსად არალეგალურისა, ექვემდებარება გაფრთხილების სამ ეტაპიან სისტემას. ნაწილი მეოთხე: ლეგალური ორგანიზაციის წამახალისებელი ღონისძიებები ამ პუნქტის მიღმა, ლეგალური ფრაქციების მენეჯმენტს გააჩნია ინსტრუმენტები, შემოგთავაზოთ სხვა წამახალისებელი ღონისძიებებიც. ფრაქციები, რომლებიც უწყვეტად ანვითარებენ საკუთარ გზას, შექმნის შემდგომაც მიიღებენ წამახალისებელ პრიზებს. ვინაიდან სამოქალაქო ფრაქციები ნაკლებადაა პოპულარული, არსებობს რიგი სუბსიდიები და წამახალისებელი ღონისძიებები მათთვის, ვინც შეუერთდება ან შექმნის სამოქალაქო ფრაქციას: შეღავათიანი პირობები უძრავ-მოძრავი საკუთრების შეძენაზე გამარტივებული ბიუროკრატია ბიზნესის ლიცენზიის მოსაპოვებლად ერთჯერადად შეღავათიანი პირობები რეკლამირებაზე (ღონისძიების მოწყობის შემთხვევაში) საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობის შემთხვევაში, მთლიანი ან ნაწილობრივი დაფინანსება  ნაწილი მეხუთე: ლეგალური ორგანიზაციის რეგულირება სამოქალაქო ფრაქცია თუ არ არის ორგანიზაციული ტიპის* ან არ გააჩნია თვითმარეგულირებელი ორგანო*, მაშინ ის არ ექვემდებარება თვითრეგულირებას. მაგალითად, თუ წარმოდგენილია რადიო მაუწყებლის კომპანია, მას უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი პირი, რომელიც შეძლებს ამ მედია ორგანიზაციის თვითრეგულირებას, ე.ი ინციდენტებზე ან IC საჩივრებზე რეაგირებას. იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო ფრაქციამ დაიწესა თვითრეგულირება წარმატებით, მოქალაქეები (ან სხვა მომჩივანი ორგანიზაცია) მიმართავენ ამ მექანიზმს სამოქალაქო ფრაქციის წინააღმდეგ, მაგრამ ყოველთვის აქვთ სასამართლოში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო ფრაქციამ ვერ დაიწესა თვითრეგულირება, მაშინ მომჩივანი (მოქალაქე ან სხვა ორგანიზაცია) მიმართავს სასამართლოს ფრაქციის წინააღმდეგ სადავოდ. სასამართლო განიხილავს სამოქალაქო საქმეს ფრაქციის წინააღმდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე არ არის სერვერის წესების საშუალო ან მძიმე კატეგორიის დარღვევა. ლეგალური ორგანიზაციის OOC დარღვევებს განიხილავს მხოლოდ ლეგალური ფრაქციების მენეჯმენტი.   თავი IV. RoE - კომბატურ სიტუაციაში შესვლის პრინციპები [დაემატება]   თავი V. გარდამავალი ელემენტები ნაწილი პირველი: რაზეა დამოკიდებული „ოფიციალური ლეგალური ორგანიზაციის“ სტატუსის მიღება? აღნიშნული დამოკიდებულია შემდეგ ელემენტებზე: სერვერზე და ფორუმზე აქტიურობა ფორუმზე ჯეროვანი მასალის განთავსება და ფრაქციის იდეასთან/სათაურთან თანხვედრა ფრაქციაში მყოფი პირების მიერ მაღალი ხარისხის თამაშის გამოვლენა ნაწილი მეორე: სამთავრობო და სამოქალაქო ფრაქცია OOC დავაში ლეგალური ფრაქციის წარმოდგენა შეუძლია ნებისმიერ ფრაქციის წევრს, რომელიც ნდობითაა აღჭურვილი იმავე ფრაქციის ლიდერი მიერ. ლეგალური ფრაქციას უფლება არ აქვს უპასუხოდ დატოვოს საჩივარი, მაგრამ არც მტკიცების ვალდებულება არ აქვს, თუ თავად არ არის მომჩივანი. სტანდარტები სამთავრობო ფრაქციისადმი გაზრდილია. დავას განიხილავს ლეგალური ფრაქციების მენეჯმენტი.  
    • Head Of Supporters Team @TheManhatten   Support @slope - Junior Support @Gogita95 - Junior Support @Nikoloz- Junior Support
    • Head Team @Mugala - Project Management / Head of Staff / Lead Development @Shpodi - Project Management / Game Management Lead Team @n0h0m0 - Lead Administrator / Head of Admin Team / Front-End Development   Senior Staff   @TheManhatten - Senior Administrator / Head Of Assistant Team @Pesvi- Senior Administrator / Illegal Faction Management @frytZ- Senior Administrator / Legal Faction Management   Staff @Ghavta - Game Administrator @Xuco - Game Administrator @Burny - Game Administrator Noway'out - Game Administrator Moltisanti - Game Administrator @Reimi - Game Administrator @villain - Game Administrator @sythe - Game Administrator Trial Administrators N/A  
×
  • Create New...