Official Account LS-RP.GE Posted April 7 Official Account Share Posted April 7 საიტის გამოყენების წესები და პირობები (ზოგადი) საიტის სახეობა: ფორუმი(საზოგადოების გამაერთიანებელი ვებ-გვერდი) საიტზე ატვირთული მასალის ან ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვა არ წარმოადგენს ადმინისტრაციის პირველად საქმაინობას. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ინტელექტუალური საკუთრება განთავსებულია თქვენს უნებართვოდ, უნდა აცნობოთ ადმინისტრაციას. საიტის ძალისმიერად, უკანონოდ შეჩერება, მასზე მართლსაწინააღმდეგო ზეწოლა, რომელიც მომხმარებლის მიერ საიტის გამოყენების შეზღუდვას გამოიწვევს, სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება კანონით. თქვენს მიერ შექმნილ საკუთრებაზე (შემდგომში “User”-ზე) პასუხისმგებელი თქვენვე ხართ. მისი დაკარგვის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ აღდგენის გზა, ამ გზის წარუმატებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს თქვენს მომხმარებლის ანგარიშზე. თქვენვე ხართ პასუხისმგებელი საიტზე განთავსებული ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციისა, მათ შორის რეგისტრაციისას. ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლის სახელის შეცვლა აკრძალულია რეგისტრაციის გავლის შემდგომ. საიტის გამოყენების წესები და პირობები შეიძლება შეცვალოს ადმინისტრაციამ. ფორუმზე აკრძალულია რამოდენიმე ექაუნთით სარგებლობა ადმინისტრაციის უფლების გარეშე, რომელიც გამოიწვევს ფორუმის სერვერის მართლსაწინააღმდეგო ზეწოლას. ფორუმზე აკრძალულია ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა ან/და დისკრიმინაცია (სქესის,რელიგიის,რასის,ენის,პოლიტიკის) რომელიც გამოიწვევს სხვისი გრძნობებს შელახვას. ფორუმზე აკრძალულია საავტორო უფლებით დაცული მასალების გამოყენება და ისჯება საქართველოს კანონით. ფორუმზე არასწორი სექციების გამოყენება ტოპიკების შესაქმნელად, დაისჯება ფორუმის გაფრთხილების გზით. 5 გაფრთხილების შემდეგ, მომხმარებლის ექაუნთი დაიბლოკება. საიტზე რეგისტრაციით, თქვენ იძლევით საჯარო ინფორმაციას ადმინისტრაციისადმი, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული კანონსაწინააღმდეგოდ. თქვენს მიერ გაცემული ინფორმაციებია: ელექტრონული ფოსტის მისამართი შეყვანილი არასავალდებულო დამატებითი ინფორმაცია (საცხოვრებელი ადგილი, ქ. და ა.შ) აიპი(IP) მისამართი ქვეყანა, რომელშიც ცხოვრობთ მოწყობილობა, რომლითაც წვდომას ახდენთ (ტელეფონი, ტელეფონის ტიპი, კომპიუტერი და ა.შ) აპლიკაცია, რომლითაც წვდომას ახდენთ (ტელეფონის, დესკტოპის) ყურადღება! საიტზე რეგისტრაციით, თქვენ ეთანხმებით ზემოთ მოცემულ წესებს და პირობებს. შეყვანილი რეგისტრაციის პაროლი დაშიფრულია და მისი გახსნა შეუძლებელია ადმინისტრაციის მიერ. • LS-RP.GE Game Manager @Shpodi Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts