Official Account LS-RP.GE Posted April 7 Official Account Share Posted April 7 დაარსების ისტორია პროექტი LS-RP.GE დაარსდა ჯერ კიდევ 2014 წელს, 2 ცნობილი პროექტის, Iberia Gaming-ის და Reality Gaming-ის გაერთიანებით (სწორედ აქედან მოდის ლოგოს იდეაც), მთავარი მიზანი იყო შეგვექმნა უნიკალური პროექტი SA:MP-ისთვის, Roleplay-ის განხრით, რაც საკმაოდ კარგად ნხორციელდებოდა სეზონურად, 4 ვერსიის საფუძველზე და ყველა სეზონი წინა სეზონისგან ბევრად წარმატებული იყო. ამჟამინდელი ცვლილება პროექტში პროექტის მიმართულება შეიცვალა და აღარ მოიცავს SA:MP-ის სერვერის გახსნას, ჩვენი პროექტი გადავიდა GTA 5-ის RAGE Multiplayer-ზე, რომელიც იძლევა საკმაოდ ბევრ საშუალებას SA:MP-თან შედარებით. პროექტის დეველოპმენტი 2020 წლის ნოემბერში დაიწყო, ჩვენთვის ეს ყოველივე ახალი გამოწვევა იყო, ვინაიდან, პირველად ვაკეთებთ სერვერს RAGE:MP-ზე, თამაშის მოდი უნიკალურია, ოდნავ წააგავს ჩვენს ცნობილ მოდებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ უმოკლეს დროში დავასრულოთ მოდზე მუშაობა და მოვაღწიოთ მაქსიმალური კომფორტის ზონას მოთამაშეებისთვის, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენი პრიორიტეტი მაინც დროა, რადგან სათამაშო მოდი ცარიელ ფურცელზე იწერება, ვინაიდან ჯერ არ არსებობს ისეთი მოდი, რომელიც ჩვენს პროექტს მოერგებოდა. პროექტის პერსონალი შეგიძლიათ იხილოთ აქ • LS-RP.GE Dev Team Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts