zura4life Posted April 13 Share Posted April 13 (edited) გააკეთო ლამაზი ფოტო, რომელიც სხვებს მოხიბლავს არც თუ ისე ძნელია, მითუმეტეს მაშინ თუ შენ ჩემი მიმოხილვა ნახე! პირველრიგში შევდივართ მარცხნივ კუთხეში FILE - ში, ხოლო შემდეგ დავაჭერთ NEW - ს. როდესაც დააჭერთ NEW - ს, თქვენ უნდა აირჩიოთ ფოტოს რეზოლუცია, რეკომენდირებულია (800x600) როდესაც უკვე ახალი ფაილი შექმნილი გაქვთ და რეზოლუციაც გასწორებული მოათავსეთ თქვენი გადაღებული ფოტო, ახალ შექმნილ ფაილში. ნიშნავთ თქვენთვის სასურველ ფოტოს ნაწილს, აკოპირებთ მას და ათავსებთ ფაილში. როდესაც ფოტო ჩასვით, იგივე პრინციპით უნდა ჩასვათ CHAT - ი, რომელიც უშუალოდ ასახავს სიუჟეტს. CHAT - ი ჩავსვით, ახლა უკვე ვიზრუნოთ ფოტოსთვის სტილის მიცემაზე. პირველრიგში CHAT - ს უნდა მოვაშოროთ სიშავე ფონად, ამას ვაკეთებთ შემდეგნაირად. მარჯვენა ღილაკით დავაჭერთ CHAT - ზე და თავში ვხედავთ BLENDING OPTIONS შევდივართ და შემდეგ უკვე ვხედავთ შემდეგ დაფას. ქვემოთ ვხედავთ ორ ხაზს, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ This Layer, რომელსაც უბრალოდ ოდნავ გამოვწევთ მარჯვნივ. შემდეგ უკვე, როდესაც ვიზამთ ამ ყველაფერს ჩვენს CHAT - ს მოშორდება სიშავე ფონად. მაგარამ ეს ყველაფერი არ არის, ჩვენ კიდევ სულ ცოტა, რამ დაგვრჩა გასაკეთებელი, რომ სრულყოფილი ფოტო მივიღოთ. დავაჭერთ კვლავ მარჯვენა ღილაკით CHAT - ზე და ვაწვებით კლავიატურაზე CTRL + J, რაც გააორმაგებს ჩვენს CHAT - ს. ხოლო უკვე, როდესაც გვექნება ორი CHAT - ი, კლავიატურაზე დავაწვებით CTRL + E, რაც ამ ორ CHAT - ს შეაერთებს ერთმანეთთან. შემდეგ უკვე კვლავ დავაჭერთ მარჯვენა ღილაკს მაუსზე, გავხსნით BLENDING OPTIONS და გადავდივართ STROKE - ში. ხოლო უკვე, როდესაც STROKE - ში შეხვალთ SIZE - ს შეცვლით 1 - ზე. Edited April 13 by zura4life Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts