Jump to content

სერვერი გაეშვება 31 მაისს 20:00 საათზე

სერვერი ჯერჯერობით არ არის აქტიურ რეჟიმში, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისქორდს და ჩვენთან ერთად დაელოდოთ გაშვებას

ინფორმაცია თამაშის და მისი სტილის შესახებ


Recommended Posts

  • Official Account
ინფორმაცია თამაშის და მისი სტილის შესახებ
თამაშის სტილი

თამაში იქნება სრულიად ტექსტზე დამყარებული მძიმე როლური თამაში (Heavy Text Based Roleplay), არ იქნება ჩართული "ხმები", თითქმის ყველაფერს დაჭირდება /me-ში აღწერა, თუმცა ამ უკანასკნელის გამოყენების აუცილებლობას მინიმუმდე დავიყვანთ სათამაშო მოდის საშუალებით, თუ რათქმაუნდა არ გსურთ დამატებითი აღწერები ეს უკვე თქვენზე იქნება მთლიანად დამოკიდებული.
მრავალი კითხვიდან გამომდინარე: იარაღებიდან მხოლოდ "მეორად (secondary)" იარაღებს არ დაჭირდებათ /me მოქმედება, ნაგულისხმევია პისტოლეტები, თუმცა გამოყენება მიზანშეწონილია, ასევე, იარაღებს არ ჭირდებათ /me მოქმედება თუ უკვე სროლაში მოყევით, ხოლო "ცივი იარაღები (ნაჯახი, ბიტა და ა.შ.)" ნებისმიერ მომენტში საჭიროა გაითამაშოთ /me-თი თუ საიდან მოგაქვთ ამხელა ნივთი, როგორიცაა "ბიტა, დუბინკა, ნაჯახი და ა.შ.".
დანარჩენი ინფორმაცია თამაშის სტილის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ " თამაშის წესებში ".

 

დრო

სერვერზე დრო რეალურ დროსთან შედარებით 5-ჯერ სწრაფად გადის, გააჩნია ვირტუალური დღეები და ვირტუალური კალენდარი. ერთი დღის განმავლობაში რეალურად, სერვერზე 5 დღე გავა, ამისი კონტროლი შეგიძლიათ ნივთებით: საათი (იხილავთ მხოლოდ დროს) / ტელეფონი (იხილავთ დროსაც და კალენდარსაც).
დროის ვირტუალურ გასვლასთან ერთად, სეზონიც შესაბამისად იცვლება ზაფხულიდან-ზამთრამდე, რისგამოც, სერვერის ერთ-ერთი წესი გახლავს შემდეგნაირი: პერსონაჟი უნდა გამოიყურებოდეს სეზონის და ამინდის შესაბამისად (საუბარია ტანსაცმელზე რათქმაუნდა).

 


ადგილი

ამერიკის შეერთებული შტატების ფიქტიური შტატი - სან ანდრეასი.
სიუჟეტი თავდაპირველად განვითარდება Los Santos County-ში (ლოს სანტოსის შემოგარენში) კერძოდ კი, Paleto Bay-ში და ახლომდებარე ობიექტებზე.
ეს ტერიტორია მოიცავს როგორც საზღვაო, ასევე სამთო (ჩილიადის) ტერიტორიებს, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავაფართოვოთ სათამაშო არეალი.
სამუშაოები და ფრაქციები ასევე საშუალებას მოგვცემენ უფრო შორსაც გავიხედოთ (მაგალითად Sandy Shores-ი)
მოგვიანებით შესაძლებელი იქნება ფიქრი თამაშის ქალაქში გადატანის (ეს მოსაზრება დამყარებულია ხალხის რაოდენობაზე)
Link to comment
Share on other sites

  • Guest locked and pinned this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
  • Recently Browsing   0 members

    • No registered users viewing this page.
×
  • Create New...