Jump to content

სერვერი გაეშვება 31 მაისს 20:00 საათზე

სერვერი ჯერჯერობით არ არის აქტიურ რეჟიმში, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ დისქორდს და ჩვენთან ერთად დაელოდოთ გაშვებას

სერვერის Ingame წესები


Recommended Posts

  • Official Account

logo1.png

თამაშის წესები

 

ადმინისტრატორის ხედვა აძლევს ადმინისტრატორს უფლებას დასაჯოს მოთამაშეები სამართლიანად ისეთი დანაშაულების გამო,რომელიც არ არის ქვემოთ ჩამოთვლილ წესებში,როდესაც მოთამაშის მოქმედებები ან ზოგადი ქცევები ქმნის უარყოფით სათამაშო განწყობას ან/და აყენებს ზიანს პროექტის გარემოს, რომლის შექმნასაც ცდილობს ადმინისტრაცია/მოთამაშეები სერვერზე. ადმინისტრაცია უფლებამოსილია დასაჯოს მოთამაშე დარღვევაზე მიუხედავ იმისა, რომ ეს არ არის დაწერილი წესის მაგალითი.ეს უკანასკნელი მაგალითი წესის მეორე ნახევარში გადაგვყავს.

  • შეუძლებელია ყველა წესის/დარღვევის მაგალითის ჩამოთვლა.მოთამაშეები უნდა ხვდებოდნენ წესის მიზანს და არ უნდა გამოიყენონ ნებისმიერი ხარვეზი ამ მიზნის მისაღწევად.


1. ზოგადი თავაზიანობა;

თამაშ-გარე ვიმედოვნებთ რომ ერთმანეთს პატივს ცემთ და იქნებით მშვიდი სხვების მიმართ.ნებისმიერი ფორმის OOC შეურაცხყოფა ან/და დისკრიმინაციამ სხვა მოთამაშის მიმართ შეიძლება ჩაგწეროთ თქვენ სერვერზე არასასურველ პირთა სიაში.

ყოველთვის მიყევით ადმინისტრატორის მითითებს,მაშინაც კი თუ ადმინისტრატორის გადაწყვეტილებას არ ეთანხმებით. თუ გრძნობთ, რომ ადმინისტრატორი გადაწყვეტილებას არასწორად იღებს თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ საჩივარი ამ ადმინისტრატორზე, რომელსაც განიხილავს სტაფის მენეჯმენტი.
როლური სიტუაციის გაწყვეტა სერვერზე აკრძალულია მკაცრად. თქვენ ვალდებული ხართ ითამაშოთ როლეფლეი ყოველთვის. თუ მოთამაშე სიტუაციის დროს არღვევს რომელიმე წესს, თქვენ უნდა დაამთავროთ სიტუაცია და გაასაჩივროთ მოთამაშე მოგვიანებით ფორუმზე(გამონაკლისი შემთხვევების გარდა) საჩივრების სექციაში. თქვენ ასევე უნდა გაითამაშოთ ნებისმიერი დაზიანება, რომელიც ხდება თქვენს პერსონაჟზე ან ნებისმიერი ავარია, რომელიც ხდება ტარების დროს, განურჩევლად თანახმაა თუ არა მეორე მხარე, ამ კონკრეტულში შესაძლებელია არსებობდეს მესამე მხარეც, რომელსაც მინიმალური ბენეფიტი მაინც აქვს ამ სიტუაციიდან.
ამ წესის დარღვევის მაგალითები:

  • სხვა მოთამაშის შეურაცხყოფა /pm, /b ან ნებისმიერი სხვა თამაშგარე გზით;
  • სპამინგი;
  • ადმინისტრაციის გადაწყვეტილების უგულებელყოფა (ყველა გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს);
  • ავარიის როლეფლეის გაწყვეტა. თუ ეს აშკარად არ მოხდა გამოწვეული სინქრონიზაციის გამო (ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ადმინისტრატორს /report_ის მეშვეობით თუ გსურთ ავარიის როლეფლეის გაუქმება);
  • სერვერის განზრახ დატოვებამ რაიმე როლეფლეი სიტუაციის გაწყვეტის გამო;
  • გამოიყენოთ OOC საკითხი, რათა უპირატესობა მიანიჭოთ საკუთარ თავს IC სიტუაციაში მაგ : განზრახ მოპარო მანქანა მოთამაშეს, რომელსაც თამაში გაექრაშა, სროლის ინიცირება როდესც მონაწილე მოთამაშეს გაუქრაშა;
  • როლეფლეი სიტუაციის დროს AFK;
  • ღია ბიზნესში მოსამსახურე პერსონალის იგნორირება და მხოლოდ სკრიპტის გამოყენება,
  • თამაშიდან გასვლა აქტიური როლეფლეი სიტუაციის შემდეგ, უმჯობესია დაველოდოთ 30 წუთი, რადგან ხალხი აქტიურად ეძებს თქვენ პერსონაჟს.

2. Powergaming;

შეიძლება განისაზღვროს, როგორც იმ მოქმედებების შესრულება, რომლებიც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს. PG- ასევე მოიცავს სხვებისთვის როლური თამაშის იძულებას მათთვის სამართლიანი შანსების მიცემის გარეშე, რაც შეუძლებელია სცენარის მიხედვით რათა მიიღოთ უსამართლო უპირატესობა.

  • ითამაშოთ როლეფლეი /me_ს მეშვეობით რომ აგეწიათ მანქანა.
  • გადმოხტეთ საკმაოდ მაღალი ადგილიდან და არ გაითამაშოთ დაცემის როლეფლეი.
  • ითამაშოთ როლეფლეი /me_ს მეშვეობით რომ გესროლათ მოთამაშისთვის რის შედეგადაც მოთამაშე მოკვდა. (FORCE-RP)
  • სავალდებულოა ე.წ "შიშის" ( Fear ) როლეფლეის თამაში იმ შემთხვევაში/სიტუაციებში, რომელთა გაკეთებისგან რეალურად თავს იკავებთ.
  • იარაღის ამოღება იმ მიზნით რომ დააყაჩაღოთ ვინმე ქუჩის/დასახლებული პუნქტის შუა / ხალხმრავალ ნაწილში (თუ არ არის ორგანიზებული თავდასხმა და არ მოიცავს მინიმუმ 4 კაცს)
  • გაქცევა/იარაღის ამოღება როდესაც მიზანი მომართებულია თქვენი პერსონაჟისკენ.
  • სირბილი/ცურვა განუწყვეტლივ რასაც ჩვეულებრივი ადამიანი ვერ შეძლებს (Ramboing)

CCTV(ვიდეო-სათვალთვალო კამერა) ნებადართულია პირის რეზიდენციაში თუ მოთამაშეს აქვს დამაგრებული კამერები მათი რეზიდენციის(საცხოვრებელი) გარეთ, მანქანაში ან ნებისმიერ ადგილას სადაც ნებადართულია გადაღება მათ უნდა მიიღონ დასტური ყველა მონაწილე მხრიდან.
გამონაკლისები:

მაღაზიები რომლის გაქურდვაც შეიძლება და ამავდროულად არის CCTV დამოტანჟებული პოლიციას შეუძლია ნახოს ჩანაწერები.
სახელმწიფო სააგენტოებს, და სამთავრობოებს შეუძლიათ გამოიყენენონ მანქანების ვიდეო-რეგისტრატორი ვინმეს თანხმობის გარეშე.
CCTV ნებადართულია სახელმწიფო შენობებში ვინმეს თანხმობის გარეშე.

ქონების სეიფი ხილული უნდა იყოს ნებისმიერ დროს და არ უნდა იყოს დაფარული რაიმე ავეჯით/ფარდით/ბეტონით

პატარა ზომის ტრანსპორტში (სკუტერი,კვადროციკლი ა.შ) დიდი ოდენობით იარაღის/ნარკოტიკის/ავეჯის ჩასვარკება,დამაგრება და ა.შ

 

3. Metagaming

IC ინფორმაციის მიღება OOC გზით ან OOC ინფორმაციის მიღება IC გზით. OOC კომუნიკაციის ან / და ინფორმაციის გამოყენება რაიმე ზეგავლენისთვის IC-ში.

თქვეს მიერ შექმნილი ნებისმიერი პერსონაჟი ვერანაირ ურთიერთქმედებას ვერ უნდა ახდენდეს ერთმანეთთან. ასევე თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ მესამე მხარე IC ინფრომაციის გადატანისთვის ერთი პერსონაჟიდან მეორეზე. თქვენ ვერ მიუთითებთ.
გეკრძალებათ ინფორმაციის შეგროვება ერთ პერსონაჟზე და ამ ინფორმაციის გამოყენება სხვა პერსონაჟზე;

დამტკიცებულ ფრაქციის წევრებს შეუძლიათ ქონდეთ ალტერნატიული პერსონაჟი იმავე ფრაქციაში ,ფრაქციების მენეჯერის დადასტურების შემდეგ. ალტერნატიულ პერსონაჟებს გარკვეული თავისუფლება აქვთ, როდესაც საქმე ეხება საკუთარი ფრაქციის სარგებელს ან სხვა მითითებებს პერსონაჟზე . 
 
ნებისმიერი პლატფორმა,რომელიც არ ეხება LS-RP.GE-ს არ შეიძლება ჩაითვალოს IC პროცესითვის,თუ ის არ იქნა დადასტურებული ადმინსტრაციული გუნდის მიერ. ფრაქციებს რომლებსაც აქვთ სურვილი ჰქონდეთ IC არხები Discord_ში უნდა მიიღონ დასტური ფრაქციების მენეჯერისაგან. ნებისმიერი IC ინფრომაციის გატანა Discord_ში დადასტურების გარეშე ჩაითვლება Metagaming_ად.
 სახელის თეგები (მოთამაშის ზევით) არსებობს იმისთვის , რომ კარგად მოხდეს გარჩევა თუ ვინ რას აკეთებს როლეფლეი სცენებში. სახელის თეგი არ უნდა იყოს გამოყენებული IC ინფორმაციის მისაღებად როგორიცაა პერსონაჟის სახელი და ადგილმდებარეობა. მოთამაშეები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ პერსონაჟები პირნათლად ნახეს სანამ მათ იდენტიფიკაციას შეძლებენ, ვიდრე მხოლოდ სახელის თეგს დაეყრდნონ. ამის ორი მაგალითია ვინმეს იდენტიფიკაცია მანქანაში ჩამუქებული შუშებით ან შენელება როდესაც ჯგუფს ვუვლით, რომ წაიკითხონ მათი სახელის თაგი. *აღწერს: სახელს გვარს* გამოყენება Metagaming_ად ითვლება ვინაიდან ეს ხელს უწყობს წესის ამ ნაწილის დარღვევას.
 
სიკვდილის სცენასთან დაბრუნება ასევე ითვლება Metagaming_ად, თუნდაც ეს სხვა პერსონაჟზე მოხდა. გარკვეული დრო უნდა უნდა იყოს მოცემული, რომ ადგილზე მოთამაშეებმა დატოვონ ეს სცენა. მას შემდეგ, რაც მოთამაშეებმა მიიღეს მონაწიოლება თქვენ სიკვდილის სცენაში (მონაწილეობაში ნაგულისხმებია ადგილზე მყოფი და დამსწრე ადამიანები) 
 
მაგალითად:

  • თქვენ უგზავნით მესიჯს მოთამაშეს /pm ან Discord მეშვეობით, რომ მიგიყვანოთ ნებისმიერ X ლოკაციაზე;
  • თქვენ იყენებთ კომუნიკაციას (Discord,TeamSpeak,Skype და ასე შემდეგ.) კორდინაციისთვის სროლის ან დევნის დროს;
  • მეგობართან ან მეგობრებთან ერთად მანქანით სვლა და (Discord,TeamSpeak,Skype  მეშვეობით გადაწყვეტილებების მიღება როლეფლეი სცენის გარეშე და ამ გადაწყვეტილებების  IC_ში რეალიზაცია ;
  • თქვენი რომელიმე პერსონაჟი სცემეს/მოკლეს, რისგამოც თქვენ Discord_ში თეგავთ ყველას(@everyone) რათა თამაშში შემოვიდნენ და დაგეხმარონ ;
  • თქვენ ხედავთ პოლიციელებს თქვენი მეგობრის სახლის გარეთ, რის გამოც თქვენ აფრთხილებთ მას Discord ან /PM მეშვეობით;
  • თქვენ უგზავნით PM-ს ვისაც მასკა უკეთია სახეზე, იმის გამო რომ მისი ნამდვილი სახელი გაიგოთ და აცდეთ მასკის სისტემას სერვერზე;
  • თქვენ კვდებით ბანდის რომელიმე ზონაზე და შემდეგ ბრუნდებით იმავე ტერიტორიაზე შურისძიების მიზნით. (Revange Kill)

 

4. Deathmatching


პერსონაჟის მოკვლა საფუძვლიანი მიზეზის გარეშე (Deathmatching) დაუშვებელია. პროვოკაცია სხვა მოთამაშის მიმართ იმ მიზნით რომ ესროლო ან გესროლოს, პროვოკაცია პოლიციელების მიმართ, რათა წამოიწყოთ დევნა დაუშვებელია. ტერორისტული მოქმედებები დასაშვებია მხოლოდ პროექტის მენეჯმენტისგან უფლების მოპოვების შემდეგ.
Revenge killing - როდესაც რომელიმე მოთამაშე, სრული მიზეზით მოგკლავთ, თქვენ დარესპაუნდებით და წახვალთ მის მოსაკლავად, დაუშვებელია. თქვენი IC Character მეხსიერება კვდება თქვენს პერსონაჟთან ერთად (თქვენი სიკვდილის შემდეგ) შესაბამისად თქვენ ყველანაირი ინფორმაცია დაგავიწყდებათ. 
მოთამაშის მოკვლა OOC მიზეზის საფუძველზე დაუშვებელია.
მასიური Deathmatch გამოიწვევს თქვენს პროექტის შავ სიაში გადაყვანას (ბლოკირებას), ხოლო ერთჯერადი დარღვევები დაისჯება ადმინისტრაციული დარღვევის სასჯელის მოხდის პრინციპით.


5. პერსონაჟის რეგისტრაციის  წესები

  • სახელი არ უნდა იყოს რომელიმე ცნობილი ადამიანის ან/და არ უნდა იყოს მიმსგავსებული ცნობილი ადამიანის სახელთან;
  • სახელი არ უნდა იყოს მიმსგავსებული იმ ადამიანებისა და პერსონაჟების სახელებთან,რომლებიც მონაწილეობენ ვიდეო-თამაშებში,ტელე-გადაცემებში ან რაიმე სხვა მედიის პლატფორმაზე;
  • სახელი უნდა შეესაბამებოდეს პერსონაჟის ბიოგრაფიას;
  • სახელი არ უნდა იყოს კომიკური ან არ უნდა იყოს დაკავშირებული ე.წ ‘’მიმებთან’’ ან არ უნდა იყოს მასობრივად კულტურული;
  • სახელი ვერ იქნება ზედმეტსახელი,რადგან იქნება დატანილი სახელმწიფოს მიერ გაცემულ საიდენტიფიკაციო ბარათზე;
  • პერსონაჟების ასაკი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 18 წელს (გარდა გამონაკლის შემთხვევებისა შეგიძლიათ მიმართოთ მაღალი წოდების ადმინისტრატორს და მისგან ითხოვოთ ნებართვა ასაკის შეზღუდვასთან დაკავშირებით.)


თუ პერსონაჟმა მიიღო CK ან შეიცვალა სახელი, მას შემდეგ მომავალ პერსონაჟს არ უნდა ქონდეს კონტაქტი წინა პერსონაჟთან. თუ ფრაქციის ნებისმიერმა პერსონაჟმა მიიღო CK ან შეიცვალა სახელი უნდა მიჰყვეს ფრაქციების მენეჯერის რეგულაციებს იგივე ფრაქციაში დაბრუნებისათვის. თუ ფრაქციას არ აქვს დაწერილი ფრაქციების მენეჯერთან შეთანხმება, პერსონაჟის დაბრუნება ფრაქციაში განიხილება ფრაქციების მენეჯერთან ერთად.

თუ თქვენ წარგიდგინეს ბრალი და თქვენი საქმე გადაეცა სასამართლოს, თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი სახელის შეცვლა 2 კვირის განმავლობაში (14 დღე რეალური დროით) თქვენი სასამართლო საქმის დასრულებამდე.

6. გარე მოდიფიკაციები და აპლიკაციები

ნებისმიერი სახის მოდიფიკაცია ან პროგრამა, რომელიც ანიჭებს უპირატესობას მოთამაშეს სხვა მოთამაშეებთან შედარებით არის აკრძალული.

მაღალი წოდების [Senior/Lead] ადმინისტრატორს უფლება აქვს გადაამოწმოს მოთამაშე (ეკრანის გაზიარებით)როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველიანი ეჭვი რომ მოთამაშე იყენებს გარე მოდიფიკაციებს ან/და აპლიკაციებს

  • გადამოწმებაზე ნებისმიერი გზით თავის არიდება ჩაითვლება დარღვევად და დაისჯებით სრული სიმკაცრით.

მოთამაშეებს უფლება აქვთ გამოიყენონ კონტროლერი თამაშის დროს ამასთან, იმის გამო რომ კონრტროლერს აქვთ მიზნობრივი დახმარება, მათი გამოყენება არ შეიძლება სროლის დროს. ყველა სროლა უნდა მოხდეს მაუსით და კლავიატურით თამაშის დროს. მართვისა და ფრენის დროს კონტორლერის გამოყენება დაშვებულია.

მაგალითად:

  • სატრანსპორტო მოდის გამოყენება სატრანსპორტო მართვის ან/და ზომის შესაცვლელად, უპირატესობის მისაღებად;
  • ნებისმიერი ჩეთერული ფუნქცია (Godmode,Noclip,Aimbot,ESP და ა.შ) 
  • სწრაფი კომბინაციების, ცხელი კლავიშების ან მაკროების გამოყენება როლურ სცენაში უპირატესობის მისაღებად;

 

7. Bug Abuse


მოთამაშეების მიერ აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ უნდა განაცხადოთ ფორუმზე (დახმარების სექცია / ტექნიკური განყოფილება). ნაპოვნი ხარვეზის ბოროტად გამოყენება ან ექსპლუატაცია იმ შედეგის მისაღწევად, რაც არ არის გამიზნული სერვერის სკრიპტით, RageMP კლიენტით და / ან თავად თამაშით ჩაითვლება ბაგერობად.

ასევე უნდა განაცხადოთ ისეთი სიტუაციები, რომლებიც სავარაუდოდ შეცდომებია, მაგალითად: რაიმე გასაყიდი ქონების პოვნა, რომელშიც ბევრი იარაღი ან ნარკოტიკი, სატრანსპორტო საშუალების პოვნა, რომლის შეძენა არ არის შესაძლებელი.

მოთამაშეთა მიერ აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ ინფორმაცია ფორუმზე უნდა განთავსდეს აქ, ტექნიკურ განყოფილებაში, ან თვითონ თამაშში /report_ის დახმარებით. მოთამაშეთა მიერ სერვერერის სკრიპტის ხარვეზების ბოროტად გამოყენება ან/და გავრცელება იკრძალება. ასევე ის მოთამაშეები რომლებმაც იციან ხარვეზის შესახებ და შეესწრნენ იმ ფაქტს სადაც ეს ხარვეზი ბოროტად გამოიყენეს
მაგალითად:

  • აღმოაჩინეთ ხარვეზი , რომელიც საშუალებას გაძლევთ მართოთ ჩაკეტილი ან სადილერო მანქანები;
  • ვერ შეატყობინეთ შეცდომა, რის შედეგადაც სხვა მოთამაშეები იყენებ ხარვეზს ბოროტად;
  • გასაყიდი ქონების პოვნა, რომელიც იმაზე ნაკლები ღირს ვიდრე საჭირო იყო,ან არასწორი ინტრეიორი აქვს,შემდეგ ვერ მოახერხეთ ამ ხარვეზის შეტყობინება;
  • აღმოჩენილი ხარვეზის გამოყენება, რომელიც საშვალებას გვაძლევს გავუკეთოთ დუბლირება ნივთებს როგორიცაა: იარაღი, ტყვიები, ნარკოტიკები და ფული;

8. Offensive Roleplay

ამ წესის მიზანია მოძებნო ბალანსი იმათ შორის, რომ მოთამაშეებმა იგრძნონ თავი კომფორტულად და ამასთანავე რჩებოდეთ რაღაც განზასღვრული თავისუფლება თამაშის დროს. როლური თამაში, რომელიც ასეთი წესით არის შემოსაზღვრული ხვდება ფართო ტერმინის ქვეშ რომელსაც ეწოდება ‘’აგრესიული როლი’’, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუშვებელია ნებისმიერი როლის თამაში, რომელიც შეურაცხყოფს მოთამაშეს.

აგრესიული როლი მოიცავს შემდეგს:

  • წამება;
  • დანაწევრება;
  • გაუპატიურება (დეტალურად იხილეთ წესი #17);
  • სხვა როლური თამაში, რამაც შეიძლება ზიზღი მიაყენოს სხვა მოთამაშეს, მაგალითად ტრამვის გრაფიკული აღწერა.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი როლის შესრულებისთვის, გჭირდება OOC თანხმობა ყველა მონაწილე მოთამაშის მიერ.

აგრესიული როლის თამაში უნდა ჩატარდეს სხვა მოთამაშეთაგან შორს და ისეთ ადგილებში სადაც მოთამაშეები შემთხვევით წააწყდებიან მას. თუ ადმინისტრატორი თვლის რომ ადგილმდებარეობა ძალიან საჯაროა, ეს შეიძლება ჩაითვალოს წესის დარღვევად.

გაითვალისწინეთ:
თუ მოთამაშისთვის როლის თამაში არასასიამოვნოა და ის მონაწილეობს მას ნებისმიერ დროს შეუძლია მისი შეჩერება.
თუ მოთამაშე აგრესიული როლის თამაშის მონაწილე გახდა მას შეუძლია თავი დაიღწიოს სცენიდან.

მაგალითები;

  • მოთამაშის წამება ისე , რომ არ დარწმუნდნენ, რომ მონაწილეებს სურთ ამ ტიპის როლის თამასშში მონაწილეობა;
  • საშინელი ტრამვის დეტალურად აღწერა იმ დროს, როდესაც ვინმე შემთხვევის ადგილზე მოვა;

დაუშვებელია შემდეგი ტიპის როლური თამაში:

  • კანიბალიზმი;
  • მხეცობა;
  • ნეკროფილია;
  • პედოფილია.

სექსუალური როლის თამაში მოცემულია მე-17 წესში.
 

9. ძარცვა და თაღლითობა

დასაშვებია მოთამაშის გაძარცვა მაქსიმუმ 500$ -ით.
დასაშვებია მოთამაშის მოტყუება (თაღლითობა / გამოძალვა / "გადაგდება") მაქსიმუმ 3000$- ით.
დაუშვებელია ქონების თაღლითობა ეს მოიცავს და შემოიფარგლება მანქანებით და უძრავი ქონებით,
არანირი შეზღუდვა არ არსებობს იარაღის და ნარკოტიკის თაღლითობებზე

ბიზნესის ძარცვის განხორციელებამდე ( მაგალითად: ღამის კლუბში შესვლა ყველას გასაძარცვად ), თქვენ უნდა შეატყობინოთ ადმინს /report _ის მეშვეობით და დაელოდოთ მის დადასტურებას, ვინაიდან ჩვენ არ გვსურს ეს ყველაფერი ჩატარდეს რეგულარულად და ეს უნდა იყოს კარგად შესრულებული.

ციხეში ყოფნისას მოთამაშეებს არ შეუძლიათ გაძარცვონ სხვა პატიმრები ან მოატყუონ ისინი.

 

10. ქონების განადგურება 

იმისთვის რომ გამომძიებელმა/მოწინააღმდეგემ ოფიციალური ფრაქციის ქონება (ბიზნესი,იარაღის/ნარკოტიკების საწყობები,ქარხანები) დააყადაღოს ან გაანადგუროს მან უნდა მოითხოვოს უფლება ფრაქციების მენეჯერისგან,მოთხოვნაზე მან(დეტექტივმა/გამომძიებელმა/სხვა ფრაქციის წევრმა) უნდა წარადგინოს IC&OOC სრული მტკიცებულებები (Screen/Video) თუ როგორ მიაგნო ფრაქციის ქონებას საიდანაც ისინი მარაგდებოდნენ და რა უძღოდა წინ მის მიგნებას.ის საკუთრება რომელიც განადგურდება/დაყადაღდება საიდანაც ფრაქცია მარაგდება მას შეუწყდება ოფიციალის სტატუსი 4 დღით. ამ დროის განმავლობაში ფრაქციამ უნდა მოძებნოს ახალი საწყობი/მოსამარაგებელი, 4 დღის შემდეგ ფრაქციას ახალი საწყობიდან დაეწყება იარაღის/ნარკოტიკის მიწოდება.

  • მოძრავი ქონების განადგურება აკრძალულია (თუ უზღუდავთ მასზე წვდომას მოთამაშეს)

მაგ: დაუხვრიტეთ მანქანის საბურავები მოთამაშეს იმ მიზნით რომ მან არ ისარგებლოს ამ ტრანსპორტით

  • მოძრავი ქონეის განადგურება დაშვებულია (თუ არ უზღუდავთ მასზე წვდომას მოთამაშეს)

მაგ: დაუმტვრიეთ მოთამაშეს მანქანის შუშები სიტუაციის მორჩენის შემდეგ  ჩაჯდა და წავიდა ვითომც არაფერი

 

11. დანაშაულისგან თავისუფალი ტერიტორიები (ე.წ. "მწვანე ზონა")

დაუშვებელია მოთამაშის პროვოცირება ან დანაშაულის ჩადენა დანაშაულისგან თავისუფალ ტერიტორიებში. შესაძლებელია სიტუაციის გაგრძელება თუ როლის თამაში სხვაგან დაიწყო.
დანაშაულისგან თავისუფალი ტერიტორიები მოიცავს შემდეგ ადგილებს:

  • სამთავრობო შენობები (პოლიცია და სახანძრო განყოფილებები, ციხე და მერია);
  • ბანკი;
  • აეროპორტი;
  • იარაღის მაღაზია;

 

12. ლიცენზირებული იარაღი
იარაღის მაღაზიაში ნაყიდი იარაღის ნებისმიერი გზით სხვა მოთამაშეზე გადაცემა (გაყიდვა/ჩუქება/თხოვება/მიქირავება/განვადება) აკრძალულია მკაცრად და დასჯადია სამუდამო ბანით,

 

13. რეალურ სამყაროში ვაჭრობა  / OOC აქტივების გადაცემა 
 
თამაშში ნებისმიერი რამის ვაჭრობა მოითხოვს IC მიზეზს, რათა ემთხვეოდეს სავაჭრო ობიექტის ღირებულებას და მნიშვნელობას. საგნების ვაჭრობა საკმარისი IC მიზეზის გარეშე ითვლება წესების დარღვევად. ცეცხლსასროლი იარაღის ვაჭრობა სათანადო IC ურთიერთობის დამყარების გარეშე, მანქანის გაყიდვა ძლიერი IC მიზეზის გარეშე და ქონების მიყიდვა დაბალ ფასად OOC მეგობრისთვის. ჩამოთვლილი მაგალითები შეიძლება ჩაითვალოს ამ წესის დარღვევად.

მაპერებთან დაკავშირება შესაძლებელია OOC გზით. მოთამაშეებს შეუძლიათ გადაუხადონ IC ფული მაპერებს პროექტის შესრულებისთვის. ეს არის ერთადერთი გამონაკლისი წესი.

მაგალითად:

  • რეალური ცხოვრების ღირებულების საგნების ან ნივთების გაცვლა სხვა როლურ პროექტში ან პლატფორმაში In-Game-ში ღირებულების საგნების სანაცვლოდ;
  • აქტივების ან ფულის გაცემა იმ მიზეზით რომ თქვენ ან იცვლით სახელს,ან აპირებთ CK_ს ან ტოვებთ სერვერს;
  • რეალური თანხის გადახდა In-Game ფულისთვის;
  • დაგროვილი იარაღის გადაცემა მეგობრისთვის, რომ დაეხმაროს მათი ახალი ფრაქციის წამოწყებას;
  • თქვენი რომელიმე პერსონაჟიდან ფულის გადარიცხვა სხვაზე;
  • ვაჭრობის შექმნა, რათა OOC გადარიცხვები იყოს ლეგიტიმური IC საშუალებებით (ე.ი ყალბი ვაჭრობა);
  • ნებისმიერი დადონატებული ქონების(მანქნა,სახლი ა.შ) გადაცემა სხვა მოთამაშეზე;

 

14. იარაღის სქროლინგი (/me მოქმედების გარეშე იარაღის ამოღება/შენახვა)

დაუშვებელია იარაღის სქროლინგი როლური თამაშის გარეშე, გარდა შემდეგი იარაღისა:

  • მცირე ზომის ცივი იარაღი (დანა, ჩაქუჩი, ბოთლი, მაჩეტე, კასტეტი, ფანარი, “ბაბოჩკა“)
  • მცირე ზომის პისტოლეტები(Pistol,CombatPistol,Pistol50,SNPistol,HeavyPistol,VintagePistol,Revolver,Appistol,CeramicPistol,Stungun,Flaregun)
  • მცირე ხელით სასროლი იარაღები (ყუმბარა, ცრემლსადენი ყუმბარა, მოლოტოვი, ფლეიერი)
  • სხვა სასროლი იარაღები (MachinePistol, MiniSMG)

 

15. ბიზნესის წესები

ფრაქციებს არ შეუძლიათ 2_ზე მეტი დასკრიპტული ბიზნესის ქონა ან ქირაობა,თითოეული ტიპის მაქსიმუმ 1 ტიპის ბიზნესი. ეს ბიზნესი მოიცავს:

  • ტანსაცმლის მაღაზია;
  • სადალაქო;
  • ტატუ სალონი;
  • ბენზინგსამართი სადგური;

თქვენ არ შეგიძლიათ დაუბრუნოთ სკრიპტიდან მიღებული თანხა მყიდველს. მაგალითი: თქვენ განათავსეთ რეკლამა 10%იანი ფასდაკლება იარაღებზე თქვენს  საბრძოლო მასალების მაღაზიაში და უბრუნებთ 10%ს მყიდველს გაყიდული იარაღის 50%იდან.

16. რეკლამის წესები

სარეკლამო სისტემა წარმოდგენილია როლეფლეი თამაშის შექმნის და ვაჭრობაში მომსახურეობისა და აქტივების დასახმარებლად. დაუშვებელია უკანონო რეკლამები მაშინაც კი , როდესაც რეკლამის მიზანი დამალულია. მოთამაშეები სავარაუდოდ გამოიყენებენ სხვა IC_მეთოდს უკანონო ნივთების ან სერვისების გასავრცელებლად. აზარტული და ბანქოს თამაშების რეკლამირება მხოლოდ იმ ბიზნესებს შეუძლიათ, რომლებსაც ლიცენზირება აქვთ მსგავს თამაშებზე. პირადი თამაშების ორგანიზება შესაძლებელია სხვა ხერხებითაც.

/ad გამოყენების მისაღები მაგალითებია:

  • ქონების, ბიზნესის, მანქანის ან რაიმე ღირებული საგნების ყიდვა-გაყიდვა;
  • ღონისძიებების რეკლამირება, რომელიც არ არის დაკავშირებული ბიზნესებთან და კომპანიებთან;
  • იურიდიული მომსახურების რეკლამირება.

თქვენ არ შეგიძლიათ გამოიყენოთ /ad შემდეგი მიზნებისთვის:

 

  • არაკანონიერი რეკლამის ნებისმიერი ტიპი; (არააქვს მნიშვნელობა შეცვლილი აქვს თუ არა სიტყვები, როგორიცაა მაგალითად ჰეროინი - ფქვილი, იარაღი - რკინა, მეტამფეტამინი - ზურმუხტი მარიხუანია - ჩაი/ბალახი და ა.შ.)
  • რეკლამები იარაღის ან ლეგალური იარაღის გაყიდვის შესახებ, ლიცენზირებული ბიზნესის გარეთ:
  • რეკლამები მანქანაში სეირნობის მიზნით:
  • რეკლამები თხოვნების მიზნით;
  • რეკლამები კითხვების მიზნით.

რეკლამები არ უნდა ისპამებოდეს. მოთამაშეებისგან მოსალოდნელია კეთილსინდისიერება რეკლამირების დროს. ერთი და იგივე რეკლამა ერთი ბიზნესისათვის მოკლე დროში აკრძალულია და ითვლება წესების დარღვევად.

რეკლამირებისას, რეკლამა უნდა მოიცავდეს მხოლოდ IC ინფორმაციას. მანქანის გაყიდვა მაქსიმალური პროდუქტიულობით ან მსგავსი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა ‘’ბოლომდე გაკეთებული ან დატუნინგებული’’ ითვლება წესების დარღვევად. თქვენ უნდა აღწეროთ ის სათანადო IC  ტერმინით და არა „ბოლომდე დატუნინგებული“, რომ თქვენ შემდეგ მოთამაშეს უთხრათ, რომ მისი სკრიპტით განახლება შეუძლებელია.

წესის დარღვევის მაგალითები:

  • რეკლამის გაკეთება იარაღის შესაძენად;
  • მარიხუანის გაყიდვის რეკლამირება;
  • რეკლამის გაკეთება პაემნის დასანიშნად ან უბრალოდ ‘’დროის კარგად გასატარებლად’’
  • რეკლამირება მკვლელის მოსაძებნად,ვინმეს მოსაკლავად;

 

17. სექსუალური როლის თამაშის წესები

ამ წესის მიზანია - შეიზღუდოს მტაცებლური ქცევა და შეამციროს სექსუალიზმი როლური სცენების საზოგადოებაში.

‘’მოთამაშე’’ ნიშნავს ეკრანის მიღმა მყოფ ადამიანს.’’პერსონაჟი’’ მოთამაშეს მიერ შექმნილ პერსონაჟს, რომელიც არსებობს თამაშში.

სექსუალური როლური თამაში განისაზღვრება , როგორც ნებისმიერი როლური თამაში, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს სექსუალურ აქტივობად ან შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური აქტივობა.ეს მოიცავს სექსუალურ შეხებას.

Fade To Black განისაზღვრება, როგორც როლეფლეი სცენის გამოტოვების არჩევანი, ვიდრე ის დეტალურადაა შესრულებული.როგორც წესი, მონაწილე მხარეები თანხმდებიან იმაზე,თუ რა მოხდება მონაწილე პერსონაჟებს შორის და უბრალოდ გააგრრძელებენ სცენას.

18 წლამდე ასაკის მოთამაშეებს არ შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა სექსუალურად გამოხატულ როლურ თამაშში. თუ რომელიმე პერსონაჟი ან 18 წლამდე მოთამაშე მონაწილეობს რაიმე ფორმით სექსუალური როლის თამაშში, ისინი ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ დატოვონ სცენა.

აკრძალულია პერსონაჟები. რომლებიც მხოლოდ სექსუალური როლის შესრულების მიზნით არის შექმნილი. ყველა პერსონაჟმა უნდა მიიღოს მონაწილეობა როლებში სექსუალური აქტივობის მიღმა, რათა არ დაარღვიოს ეს წესი.

სექსუალური როლური სცენა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ სიტუაციაში, თუ ყველა მოთამაშე ხედავს და ეთანხმება. მოთამაშეებს, რომლებსაც არ სურს სექსუალურ როლურ სცენაში მონაწილეობა, მათ თავისუფლად შეუძლიათ დატოვონ ადგილი სადაც ეს როლური სცენა მიმდინარეობს. სექსუალური როლური სცენა უნდა მიმდინარეობდეს პირად გარემოში, რათა შემცირდეს სხვა მოთამაშეების სცენაში შესვლის შანსი. მოთამაშეების დასჯა შეიძლება მოხდეს საზოგადოებრივი სექსუალური აქტივობის აღმოჩენის შემთხვევაში,თუ ისინი ვერ დაამტკიცებენ, რომ ყველაფერი გააკეთეს, რომ არ აღმოჩდნენ.

ამრიგად, სექსუალური როლის თამაშის დასაწყებად უნდა გააკეთოთ შემდეგი:

  • ყველა მონაწილე მოთამაშე არის 18 წლის ან ზემოთ;
  • ყველა მონაწილე პერსონაჟი არის 16 წლის ან ზემოთ;
  • თითოეული მოთამაშე თანახმაა მონაწილეობა მიიღოს და ესმის, რომ როლეფლეი სიტუაცია დაუყონებლივ უნდა შეწყდეს, თუ რომელიმე მონაწილე მოთამაშემ თავი არასასიამოვნოდ იგრძნო;
  • ყველა მონაწილე მოთამაშეს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ არადათანხმებული მოთამაშეები ვერ შეესწრებიან სიტუაციას (მაგ: როლური სიტუაციის თამაში ჩაკეტილ ოთახში);
  • მოთამაშეებმა არ უნდა წაახალისონ OOC გზით სხვა მოთამაშეები, იმ მიზნით რომ მიიღონ მონაწიოლება სექსუალურ როლურ სიტუაციაში. ეს ასევე შეიძლება მოიცავდეს მოთამაშის დარწმუნების მცდელობას რაიმე სექსუალური აქტივობის განხორციელებაში, როდესაც პერსონაჟს აშკარად არ სურს მონაწილეობა.

მოთამაშეებს კატეგორიულად ვურჩევთ დაარეპორტონ ნებისმიერი სექსუალური როლეფლეი სიტუაცია. რომელშიც მონაწილეობს 18 წლამდე ასაკის მოთამაშე.

დამატებითი შენიშვნა:

  • სექსუალური აქტივობა არ შეიძლება საზოგადოებრივ ადგილას.

ბიზნესებში, სადაც მიმდინაორებს სექსუალური როლური სცენები (როგორიცაა სექს შოპი და სტრიპტიზ ბარი) უნდა რეკლამირდეს მკაფიოდ, რადგან წინასწარ არ დაირღვას წესები.

 

 

ნებისმიერი ჩამოთვლილი წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვევს ადმინისტრაციულ დამსჯელობითი ღონისძიებები, როგორიცაა: გაქიქვა სერვერიდან, ბლოკირება (ბანი),ადმინისტრაციული სასჯელი (ე.გ. "დემორგანი","ადმინ-ჯეილი"),
ქონების ჩამორთმევა.


დრო განისაზღვრება დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე.

ნებისმიერი ცვლილება წესებთან დაკავშირებით, დაიწერება ამავე თემაში, კომენტარის სახით,
თუ ფიქრობ, რომ რომელიმე წესი არ შეესაბამება სტანდარტებს ან ზედმეტია ან თუნდაც აკლია, შეგიძლიათ გახსნათ თემა "გენერალურ დისკუსიებში", სადაც დეტალურად განვიხილავთ თქვენს მოსაზრებას და ვიმსჯელებთ ამ საკითხთან დაკავშირებით.
წესებში ცვლილება შეაქვს მხოლოდ მენეჯმენტის წევრს.

• LS-RP.GE Game Manager @Shpodi

Link to comment
Share on other sites

  • Shpodi locked, pinned and featured this topic
  • Guest unfeatured this topic
  • Shpodi featured this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
  • Recently Browsing   0 members

    • No registered users viewing this page.
×
  • Create New...